„ქურდებს სიცოცხლე“ - ქართული წარწერები თელ-ავივის იზოლატორში (ვიდეო)

17:32 06-12-2019
810

ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გრძელდება. როგორც „პრაიმტაიმს“ აცნობეს, დღეს დილიდან დაკავებები სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. სადეპორტაციოდ გამზადებული ქართველების ერთი ნაწილი თელ-ავივის იზოლატორში იმყოფება. 

„პრაიმტაიმს“ მოაწოდეს ექსკლუზიური კადრები იზოლატორიდან, სადაც ქართველებს ათავსებენ. როგორც ირკვევა, აღნიშნულ საკანში ქართველების განთავსება საკმაოდ ხშირად ხდება, ამაზე მიუთითებს კედელზე დატოვებული ქართული წარწერები. იზოლატორის კედლებზე შესაძლებელია ამოიკითხოთ, როგორც ქართული სახელები, ასევე წარწერა - „ქურდებს სიცოცხლე“.