პროკუროი- დაზარალებეულმა დაადასტურა, რომ ზვიად კუპრავამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

15:51 06-12-2019
5

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც დაადასტურა, რომ 25 დეკმბერს ზვიად კუპრავამ ფიზიკური შეყრაცხყოფა მიაყენა- ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაზარალებული დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა გამოძიებაზე მიწოდებული ინფორმაცია. მან განმარტა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად კუპრავამ.  რის შემდეგადაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. მისი ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება მნიშვნელოვანია. ასევე განვმარტავ იმ მდგომარეობას, რომ მისი მონაწილეობით მოხდა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების სახით დართული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა, სადაც ის ფაქტობრივი გარემოება იყო ასახული, რომელიც მოწმემ დაადასტურა, - განაცხადა პროკურორმა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი დაიკითხა.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას ზვიად კუპრავა თავს დაესხა.

შეგახსენებთ, ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მოხდარ ფაქტს.