ფასიანი პარკირება თბილისში - A ზონა -1 ლარი, B ზონა - 2 ლარი, C ზონა- 3 ლარი

13:43 06-12-2019
361

თბილისში ფასიანი პარკირების სისტემა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. საწყის ეტაპზე სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიებზე დაინერგება.

ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის ტარიფებიც უკვე დამტკიცებულია დედაქალაქის საკრებულოს მიერ.

ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი - 1 ლარი; B ზონაში - 2ლარი; C ზონაში - 3ლარი იქნება.

ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვინც კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩაზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელთათვისაც.

​გარდა ამის, როგორც დედაქალაქის მტავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ ტერიტორიებზე იმოძრავებს ახალი MAN- ის ტიპის ავტობუსები:

„1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში საპილოტე პროექტის განხორციელება - ყოფილი ლესელიძის და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის. ყველაფერი დალაგებული და გადაწყვეტილია. ტარიფები უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ინფორმირება. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან ამ რეფორმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ განვათავსებთ სპეციალურ ჯიხურებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პარკირებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვინც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ისინი არ გადაიხდიან არაფერს. ასევე ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება იქნება უფასო. შშმ პირთათვის იქნება განსაზღვრული სპეციალური ადგილები, რომლებიც იქნება ასევე უფასო. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იქნება უფასო ადგილები

პირველ აგვისტომდე ფასიან პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი - 1 ლარი; B ზონაში - 2ლარი; C ზონაში - 3ლარი. ამ ქუჩაზე ჩვენ დავამატეთ ახალი ,,MAN”- ის ტიპის ავტობუსები, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს და გადაადგილება იყოს მოსახლეობისათვის უპრობლემო“ , - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.