ეს, არ არის ახალი გზავნილი -რომან კაკულია მაიკ პომპეოს განცხადებაზე

11:28 06-12-2019

ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე პარლამენტში, შეფასებები კეთდება.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, პომპეოს ახალი არაფერი უთქვამს, რადგან გაცხადებული პოზიცია, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, აქამდეც ცნობილი იყო.

ეს არ არის ახალი გზავნილი, ეს არის საკმაოდ სტაბილური გზავნილი ამერიკის მხრიდან, რომელიც არახალ რუსეთის გამოწვევებზე საუბრობს. მთავრობას ამ კუთხით შეუძლია მხოლოდ ერთი რამ  - იყოს მკაფიო თავის მხარდაჭერაში, მაგრამ მთავრობა ვერაფერს შეცვლის ანაკლიის კონკურენციის პრობლემების საბაზრო მოცემულობასთან დაკავშირებით. გამოწვევად სწორედ ეს მიმაჩნია და არა მთავრობის მხარდაჭერა - განაცხადა რომან კაკულიამ.