რას უყვებოდა ბრედლი კუპერი ლედი გაგას ირინა შეიკის შესახებ

23:50 06-11-2019

მომღერალმა ლედი გაგამ იცოდა, რომ მსახიობ ბრედლი კუპერს თავის პარტნიორ რუს მოდელ ირინა შეიკთან პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ Hollywoodlife-ი წერს. 

წყარო გამოცემასთან ჰყვება, რომ ფილმის ვარსკვლავის დაბადება გადაღება თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ლედი გაგა და ბრედლი კუპერი საკმაოდ დაახლოვდნენ. იმდენად, რომ ერთმანეთს პირადი ცხოვრების დეტალებს უზიარებდნენ. ამავე ცნობით, ლედი გაგას ბრედლი კუპერი ირინა შეიკთან არსებული პრობლემებს გულწრფელად უზიარებდა, მომღერალი კი რჩევებს აძლევდა. ამ პერიოდში პარტნიორი ლედი გაგასაც ჰყავდა, რომელზეც დაინიშნა კიდეც. 

ბრედლი კუპერსა და რუს მოდელ ირინა შეიკს რომანი 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ. თუმცა, გასულ კვირას დაშორდნენ. 33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო და თქვა, რომ მხოლოდ მეგობრები არიან. 

ტაბლოიდების მიხედვით, ლედი გაგა მზადაა მარტოდარჩენილი კუპერი ანუგეშოს. მითუმეტეს, რომ ფილმის გამოსვლიდან მალევე, ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.