აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - იმედია, საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს

20:39 06-11-2019
67

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესტან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს.

პომპეოს თქმით, პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკასთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში 5-14 ივნისს სხვადასხვა შეხვედრებს მართავს. ის უკვე იმყოფებოდა კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა.