რა იცვლება მართლმსაჯულების სისტემაში

18:07 06-11-2019
53

მართლმსაჯულების რეფორმის შედეგად იცვლება:

მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა ე.წ. მეოთხე ტალღაზე მუშაობა დაასრულა.  შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი დაახლოებით თვის ბოლოს იმსჯელებს.

რეფორმის მთავარი მიმართულებები იუსტიციის საბჭოს და სკოლის რეფორმებია.

რაც შეეებაა დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესს, რომელზეც ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობა იყო:

სიახლის მიხედვით გაიწერა დისციპლინური გადაცდომების სახეები,  გაიწერა წარმოების პროცესი, დაიხვეწა დისცლიპლინური სამართალწარმოების დროს დასაბუთების აუცილებლობა.

ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიხედვით შემცირდა დისციპლინური საჩივრის ხანდაზმულობის ვადა 5 დან 3 წლამდე.

შეიცვალა სახდელის სახეები : შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, ხელფასის 5-დან 20 %-მდე დაქვეითება მაქსიმუმ 6 თვით, სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მასალები გადაიგზავნება პროკურატურაში.

შეიცვალა დისციპლინური სამართალწარმოების ვადები. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო დისციპლინური  პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან -1 წელი.

კანონის დონეზე დარეგულირდა დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილება, საქმიანობა, ხელფასი და ბიუჯეტი.

დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაყენებისთვის საბჭოს წევრთა 2:3 - ის მხარდაჭერაა აუცილებელი

იუსტიციის საბჭოს ნაცვლად მსმენელებს იუსტიციის სკოლა მიიღებს.

იუსტიციის სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა 12-დან 16 თვემდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა მსმენელთა სტიპენდია.

იუსტიციის საბჭო 

ცვლილებები შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. კანონით დარეგულირდა საბჭოს სხდომების ვალდებულება და მასალების გამოქვეყნება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთება სავალდებულო გახდა.

დადგინდა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნამდე, შესაბამის სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციების გავლის ვალდებულება.

მოწესრიგდა საბჭოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების გამოქვეყნების წესი, მათ შორის ვადები.

 ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება უფრო ფართო წრეზე, არამარტო საბჭოს წევრების მიმართ, არამედ ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.

იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა სასამართლოს სამივე ინსტანციიდან აირჩევა.

სასამართლო რეფორმის ტალღები

„ქართულმა ოცნებამ“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე მუშაობა დაიწყო და სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ცვლილებები ეტაპებად, ტალღებად  იყო დაყოფილი. 

პირველი ტალღა

პირველი საკანონმდებლო რეფორმა 2013 წლის პირველ მაისს განხორციელდა. რეფორმის შედეგად:

შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი: პარლამენტი, დეპუტატების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პოლიტიკურად ნეიტრალური პირებს ირჩევს. კანდიდატების წარდგენის უფლება მიენიჭათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;

გაიზარდა სასამართლო სხდომების საჯაროობა: სასამართლოებს სხდომების აუდიო/ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებისთვის გადაცემა დაევალა;

გაიზრდა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს, მოსამართლეთა კონფერენციის როლი: კონფერენციის წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების უფლება მიენიჭათ.

მეორე ტალღა

სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში, ცვლილებები 2014 წლის პირველ აგვისტოს განხორციელდა.

ძალაში შევიდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ზოგადი წესი;

შემუშავდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი;

განისაზღვრა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი.

მესამე ტალღა

რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს დაასრულა. ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

დაინერგა საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა 28-მდე;

გაუქმდა უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების პოსტები;

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს მოსამართლეები აირჩევენ და მათ აღარ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ავტორი:თორნიკე ხურციძე