ფშაველი-აბანო-ომალის გზის 56-ე კმ-ზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

21:36 06-09-2019
22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატრებული სამუშაების შედეგად წყლის დონემ დაიწია და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.

პარალელურ რეჟიმში გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.