დალოცვილი იყოს ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა შეუწიროს ღვაწლი, რასაც აკეთებს ქვეყნისთვის - ილია II

15:11 06-09-2019
1124

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ ბოდბეში სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩავიდა. საზეიმო წირვა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენა. 

წირვას ესწრებოდნენ, ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.