ანტისამთავრობო პროტესტი სუდანში- პოლიციამ აქციის 5 მონაწილე მოკლა

11:51 06-03-2019
39

სუდანში ანტისამთავთავრობო პროტესტი სისხლისღვრაში გადაიზარდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტების ბანაკის დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. შედეგად, მოკლულია აქციის 5 მონაწილე. ინფორმაციას Al Jazeera და BBC ავრცელებენ.

სუდანის დედაქალაქში სროლის ხმა უკვე მეორე დღეა ისმის. ადგილობრივების განცხადებით, არიან დაშავებულებიც.

მას შემდეგ, რაც აპრილში სუდანის პრეზიდენტი ამბოხის შედეგად გადააყენეს, ქვეყანას გარდამავალი სამხედრო საბჭო მართავს. აქციის მონაწილეები კი ითხოვენ, რომ სახელმწიფოს სათავეში სამოქალაქო მთავრობა მოექცეს.