თანამშრომლების გაფიცვის გამო ლუვრის მუზეუმი დაიკეტა

08:22 05-28-2019

პარიზში ლუვრის მუზეუმის თანამშრომლებმა გაიფიცნენ, რის გამოც მუზეუმი დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გაფიცვის მიზეზი კი,  დამთვალიერებლების რაოდენობაა. თანამშრომლების განმარტებით, ისინი ვიზიტორების ნაკადს ვერ უმკლავდებიან.

Reception

ლუვრმა მნახველთა რაოდენობით რეკორდი დაამყარა. გასულ წელს მუზეუმს 10,2 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომღერალი ბიონსეს და ჯეი ზის მიერ გადაღებულმა კლიპმა ლუვრის პიარკამაპანიას ხელი შეუწყო.

ლუვრის ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით დაეცა 2015 წელს ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.