ზესტაფონში რკინიგზის საწყობში მუშებს რელსები დაეცა

16:10 05-27-2019
104

ზესტაფონში, „საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთ ობიექტში მომხდარი ინცინდენტის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა საწყობში მოხდა, სადაც მათ რელსები დაეცათ. ორივე მათგანი ზესტაფონის საავადმყოფოებში - კლინიკა „ფერომედსა“ და ჰეოჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი მათგანი, 66 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მარჯვენა წვივზე უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

ექიმის ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით 09:10 საათზე შეიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟმად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მიხეილ ბებიაშვილი ზესტაფონის ჯეო ჰოსპიტალიდან ქუთაისში რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე