მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება

20:22 05-24-2019
22

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე შესაძლოა 9 ივნისს გაიმართოს. მეორე ტურის გამართვის სავარაუდო თარიღი ცესკოს დღევანდელ სხდომაზე დასახელდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაცია 30 მაისს გამოაცხადებს. ანუ მას შემდეგ, რაც არჩევნების I ტურის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.