გთხოვთ, მოიხსენოთ ლოცვაში, ჩემი მეუღლე ნათია - ჯონდი ბაღათურიას მეუღლეს მძიმე სენი აღმოაჩნდა

00:30 05-24-2019
2

„ქარ­თუ­ლი და­სის“ ლი­დერ­მა ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ მის მე­უღ­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს.

„გთხოვთ, მო­იხ­სე­ნოთ ლოც­ვა­ში, უძ­ლუ­რე­ბა­ში მყო­ფი, ჩემი მე­უღ­ლე ნა­თია“ - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი.

რო­გორც mshoblebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, მის მე­უღ­ლეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა.

„ორი დღის წინ გა­ვი­გეთ, რომ ნა­თი­ას სიმ­სივ­ნე აქვს. ექი­მებ­მა ჯერ ვერ და­ად­გი­ნეს სიმ­სივ­ნე მკერ­დი­და­ნაა წა­მო­სუ­ლი თუ ფილ­ტვი­დან. 14 წლის წი­ნაც ჰქონ­და მკერ­დზე ეს პრობ­ლე­მა და მა­შინ გა­დავ­რჩით. ერთი წე­ლია და­დის ექი­მებ­თან, რენტგენს უღებ­დნენ ფილ­ტვებ­ზე, ბო­ლოს კი­დევ რომ მოგვ­თხო­ვეს რენტგე­ნის გა­და­ღე­ბა, იქ გა­მოჩ­ნდა ფილ­ტვზე რა­ღაც წერ­ტი­ლი, შემ­დეგ მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­და­ვი­ღეთ, მე­ო­რე დღეს გა­უ­კე­თეს ექოს­კო­პია, ახლა კი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“ - აცხადებს ჯონდი ბაღათურია