მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პიარ- შტურმი ხორციელდება

18:46 05-23-2019
27

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მრავალი მხრიდან პიარ-შტურმი ხორციელდება. ამ ყველაფერში მდინარაძე ოპოზიციას ადანაშაულებს.

“რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით .ხუთი და შვიდი პროცენტით რომ ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი, ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები თავის მედია საშუალებების მეშვეობით იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, რამდენი იშოვნაო სამაგიეროდ და ამაზე ადამიანი სერიოზულად რომ დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია . კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა ესეც ვფიქრობ არ არის საკამათო“. -განაცხადა მდინარაძემ

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ღალატს ვეღარავინ შეძლებს მიუხედავად მრავალი მცდელობისა.

“ჩვენ ვნახეთ არჩევნებამდე 2 დღის წინ ჩატარებული ვითომ „იპსოს“ საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევა და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს იყო ტყუილი, ,,იპსოს“ საფრანგეთს ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია. შემდეგ არჩევნებიდან მეორე დღეს იმისათვის, რომ ეს საარჩევნო შედეგები ამერიკული , ევროპული , ქართული საზოგადობის მიერ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარება პროგრესის და ქართული ოცნების მხარდაჭერა გადაფარულიყო ,ვნახეთ ‘CRRC”-ის მიერ ჩატარებული , რეალობას რამდენიმე ათეული პროცენტით აცდენილი  კვლევები, გუშინ კი ვინმე გერასიმოვას, რაღაც საკურსო ნაშრომი ვნახეთ, რომელიც ეკა გიგაურის კრიტიკაზე იყო დაფუძნებული„. - აცხადებს მამუკა მდინარაძე

მდინარაძის თქმით, დემოკრატის გარანტორი, სწორედ ბიძინა ივანიშვილია. არჩევნებში გაიმარჯვა  “ქართულმა ოცნებამ„  და ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილმა და ის არის მთავარი ადამიანი, ვინც  მიიღო სამოც პროცენტიანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის.

„ამის შემდეგ ინსტიტუციურ რეფორმები , დემოკრატიის გარანტია არის ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილი, პროგრესის გარანტია, დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარასდროს მოახერხებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს. შეიძლება დიდი სურვილი ქონდეს მომავალში , რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს , მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ იმდენად მყარდება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული საწყისები და დემოკრატიული ინსტიტუტები. სწორედ აქ აყენებენ დარტყმას, რომ რამენაირად ქართულ მოსახლეობას მიაწოდონ სულელური მცდარი ინფორმაცია თითქოს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და ამ დროს ვისი რეიტინგი იზრდება, თურმე მიხეილ სააკაშვილის. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გამოგონილი პიარამბავი, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ. სხვადასხვა პიარკამპანიები ვნახეთ სხვადასხვა პერიოდში 2012 წლიდან მოყოლებული“ - განაცხადა მდინარაძემ.