სასტუმროს ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი - სალომე ზურაბიშვილი

11:40 05-23-2019
34

ალბათ ისევ იმას გავაკეთებ, რაც სწორი იქნება - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რას გააკეთებს, როცა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, იცის, რომ ბოლო პრეზიდენტმა დაიწყო სტუმრების მიღება (airbnb).

„ალბათ ისევ იმას გავაკეთებ, რაც სწორი იქნება. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ ბიზნესში, ამიტომ  სასტუმროს (“airbnb”) ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი. თუმცა, ეს ძალიან დემოკრატიულია, რომ პრეზიდენტი ამჟამად იღებს სტუმრებს“, - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

საპენსიო სისტემაზე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტისთვის უნდა იყოს, თუმცა ამის შეთავაზებას პარლამენტისთვის არ აპირებს.

„ეს არის პარლამენტისთვის და ეს არ არის პრეზიდენტისთვის. რატომ, მე არ ვიცი. ადრე, მათ შორის სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები ბევრ ფულს აკეთებდნენ და მათ არ სჭირდებოდათ პენსია. ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ყოფილი პრეზიდენტი კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ალბათ უნდა იყოს პენსია, მაგრამ მე არ ვაპირებ ასეთი წინადადების შეთავაზებას, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.