7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

22:52 05-22-2019
6

აღაიანში 7 თვის ბიჭუნას მკვლელობაში ბრალდებულ დედას 16 წლის მ.შ-ს შსს-ს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიცილაურად წარედგინა.. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ელის.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა პრაიმტაიმთან განაცხადა,  ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. 

“დამატებითი დეტალები არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ.რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი- განაცხადა ადვოკატმა  ქეთევან გაგოევმა.

აღაიანში მონხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: მახო მიქელაძე