როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

09:53 05-21-2019
993

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.

თბილისში 22-23 მაისს წვიმა ძირითადად ღამისა და საღამოს საათებშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.