საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჩაღათაი ულუსოის სასჯელი განესაზღვრა - რაში სდებენ ბრალს თურქ მსახიობს

15:09 05-16-2019
44

სტამბოლის სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებაში ბრალდებულ 13 პირს, მათ შორის ცნობილ თურქ მსახიობ ჩაღათაი ულუსოის 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რადგან სასჯელის ვადა ერთ წელზე ნაკლებია, მოსამართლემ შესაძლებლად ჩათვალა, პირობითი მსჯავრი დაედგინა და გასამართლებულ პირებს ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრა. 

2018 წლის 16 მაისს სტამბოლის სასამართლომ 13 ბრალდებული ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით გაასამართლა და 4–დან 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით კი, სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

ერთი კვირის წინ, ცნობილი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი საქართველოში იმყოფებოდა. ის „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება. ასევე მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. თანხა კი, ბავშვთა რეაბილიტაციას მოხმარდა.