საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაზე მისი მეუღლე დააკავეს

13:49 05-16-2019
513

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეუღლე ბერძენმა სამართალდამცველებმა ატიკის რეგიონში დააკავეს.

ახალგაზრდა ქალი 14 მაისს ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირიდან ეძებდნენ. მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო.

მოკლულის შვილების სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არ სურთ ბავშვებზე მეურვეობა მამამ აიღოს. ოჯახის მეზობლების თქმით კი, როდესაც ყოფილი ქმარი სახლში მიდიოდა, ცოლთან ხშირად ჩხუბობდა.