პარიზში ეიფელის კოშკის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს (ფოტოები)

12:04 05-16-2019
39

პარიზში ეიფელის კოშკის 130 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს. ლაზერშოუს გამოყენებით კი, ეიფელის კოშკის ისტორიის ნახვა პარასკევის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

Image

Image

Image

ეიფელის კოშკი პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის, ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის, ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

Image

Image

კოშკს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამ ფენა საღებავს უსვამენ, რათა კონსტრუქცია ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დაიცვას. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება. მჟამად, კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი.

Image

პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ  კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად კენჭი ყარონ.