მანანა არჩვაძემ ზუგდიდელებს მმართველი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

20:03 05-15-2019

ზვიად გამსაზურდიას ქვრივმა მანანა არჩვაძემ ზუგდიდელებს მიმართა და  მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მანანა არჩვაძის განცხადებით, მათ ხმა არ  უნდა მისცენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს.

"თუ მხარს დაუჭერთ მმართველი პარტიის კანდიდატს,ეს იქნება ზუგდიდის გამარჯვება,ეს იქნება ზვიადის ხმა",- განაცხადა ზუგდიდში მყოფმა პირველი პრეზიდენტის ქვრივმა.

კონსტანტანტინე გამსახურდიას 126-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა,სადაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ.