ტაქსით მომსახურების ბაზარზე „ჩუმი მძღოლი“ გამოჩნდა

16:08 05-15-2019

Uber Black-ის აპლიკაციის  სრულიად ახალი „სიჩუმის რეჟიმი“ მომხმარებლებს  ჩუმად მგზავრობის შესაძლებლობას  მისცემს. 

სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა ტაქსის გამოძახებისას აპლიკაციაში შემოთავაზებებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ - „სიჩუმე“, ან „მოხარული ვიქნები ვისაუბროთ“. 

„ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებსა და მოთხოვნებს.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ კომფორტულად და სასიამოვნოდ იმგზავრონ. „სიჩუმის რეჟიმი“ არის  სწორედ ის, რასაც ხალხი დიდხანს ითხოვდა“-, აცხადებს  Uber-ის მენეჯერი, ეიდენ ღაჯარი. 

Uber-ის ე.წ. „ჩანთის“ რეჟიმი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს  ბარგის არსებობის შემთხვევაში მძღოლს  მალევე მიაწოდონ ინფორმაცია, რათა მან მანქანა ისეთ ადგილას გააჩეროს, რომ მგზავრს ბარგის  ტრანსპორტში ჩაბარგებაში დაეხმაროს. ხოლო  ე.წ. „ტემპერატურის რეჟიმი“  მათ საშუალებას აძლევს თავადვე არეგულირონ სასურველი ტემპერატურა მგზავრობისას.

ამერიკის მოსახლეობა  სიახლით სარგებლობას ხვალიდან, უფასოდ შეძლებს.