თამთა გოდუაძისა და ჩეხეთის წარმომადგენლის არასაკონკურსო „Shallow“ (ვიდეო)

14:40 05-15-2019
19

კვიპროსის სახელით ევროვიზიაზე მოასპარეზე თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში ჩეხ მონაწილესთან ერთად, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის „Shallow“ იმღერა. სოციალურ ქსელში მათ სიმღერას უამრავი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.

როგორც იცით, გუშინ თამთამ ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერა და წარმატებასაც მიაღწია. ის საფინალო ათეულში მოხვდა.

ფინალში გასვლა სამწუხაროდ ვერ მოახერხა ქართველმა მომღერალმა ოთო ნემსაძემ, რომელმაც სიმღერა სახელად „სულ წინ იარე“ შეასრულა.