ტიპი, რომელსაც თავისი სახელი და გვარი აქვს, არავის შვილობას არ საჭიროებს - მაია კაჭკაჭიშვილი შვილის წარმატებაზე

10:33 05-15-2019
6

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მაიკლ ჯექსონი შემოქმედების შესახებ გამოდის ახალი წიგნი, სადაც მსოფლიო ბავშვებიდან, ვინც ჯექსონის სიმღერები იმღერა, საუკეთესო შემსრულებლად დათუნა ლაზარიშვილი დასახელდა. 

შვილის წარმატებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა დათუნას დედა, კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი.

მან დათუნას შესრულებული სიმღერა კიდევ ერთხელ გააზიარა წარწერით.
„ეს ტიპი, რომელსაც თავისი სახელი და გვარი აქვს, არავის შვილობას არ საჭიროებს. ვიცი კარგად, რასაც იმსახურებს, მაგრამ სანამ დამადასტურებელ მასალას არ ვნახავ, არაფერს ვასაჯაროებ!!! უამრავი მილოცვა მივიღეთ და უდიდესი მადლობა, რომ გიყვარვართ და არ გენანებთ ჩვენთვის სიყვარული. მინდა, რომ ათასმაგად დაგიბრუნდეთ გაცემული სიკეთე“, - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

„იქს ფაქტორში“ დათუნა ლაზარიშვილმა მაყურებელს თავისი გამორჩეული ნიჭით დაამახსოვრა. დაუვიწყარი იყო ის ტური, სადაც დათუნამ მაიკლ ჯექსონის სიმღერა შეასრულა.