საფეხბურთო გუნდ ლანჩხუთის ,გურიას" ახალი მწვრთნელი ეყოლება

21:46 05-14-2019

კრიზისში მყოფ ,,გურიას 16 მაისიდან ახალი მწვრთნელი, გელა სანაია ეყოლება. საქართველოს კრისტალბეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე გურიას  სამი ქულა აქვს და ათ გუნდიან პირველობაზე 9 ტურის შემდეგ, მეცხრე ადგილზე იმყოფება.

გურულებმა პირველ წრეში მხოლოდ ორი თამაშის მოგება მოახრხეს, 7 შეხვედრაში კი, დამარცხდნენ. უეფას სასჯელის გამო, კლუბმა ჩემპიონატი მინუს სამი ქულით დაიწყო, ამიტომ მას მხოლოდ 3 ქულა ერიცხება ჯამში.

გუნდს რომ ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა, გასულ კვირას თელავთან საშინაო მატჩამდე გახდა ცნობილი.

,,პრაიმტაიმის ინფორმაციით, განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა. კლუბის მესვეურთა განცხადებით, არჩევანი pro ლიცენზიის მფლობელ გელა სანაიაზე შეჩერდა, რომელიც ბოლო პერიოდში უმუშევარი იყო.

ადრე, სანაია ქობულეთის ,,შუქურას, თბილისის ,,ლოკომოტივს, ჭიათურას და რუსთავის ,,მეტალურგს წვრთნიდა.

ავტორი: ლაშა სარჯველაძე