დედობა მსხვერპლი არ არის - ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან პირადი ცხოვრების შესახებ ალაპარაკდა

15:51 05-14-2019
2306

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ტოპ-მოდელი მსოფლიოში, ირინა შაიკი, იშვიათად საუბრობს  - ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერის და მის პირად ცხოვრებაზე - იშვიათად მოიხსენიებს ასევე, მის პატარა ქალიშვილს.

width=600   

წყვილი, იშვიათად ჩნდება ერთად წითელ ხალიჩაზე ან საზეიმო ღონისძიებაზე.  მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი ხშირად საუბრობს პირად ურთიერთობებზე, ისინი იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას მათი ოჯახის შესახებ. ირინა შაიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

width=600

მე ბევრი მეგობარი მყავს, ვინც საჯაროდ საუბრობს მათ პირად ცხოვრებაზე, როგორც ინტერვიუში, ისე ინსტაგრამზე. ამ საკითხით აღშფოთებული ვარ - ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პირადია.

width=600

ჩემი პირადი ცხოვრება ყველასათვის ნათელია და ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ასეთი პიროვნებებისგან დავიცვა ჩემი პირადი ცხოვრება.

width=600

შეგახსენებთ,  რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პირველად, 2015 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. 2017 წლის მარტში, წყვილს ქალიშვილი - ლეია დე სენი შეძინათ. ამავდროულად, საუკეთესო მოდელმა დაამტკიცა, რომ დედობა მსხვერპლი არ არის    და თქვენს ფორმებსა და სექსუალობაზე, ნამდვილად არ აისახება უარყოფითად.  

width=600

მოდელი, ინსტაგრამის პირად გვერდზე, უამრავ ფოტოს აქვეყნებს და ცნობილია, რომ სუპერმოდელს 11 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელიც ყოველ დღე ელოდება ვარსკვლავური წყვილისგან ახალ ამბებს. 

width=600

იხ. ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე