დისნეიმ „მალეფისენტი 2“-ის მეორე ნაწილის თიზერი გაავრცელა - ვიდეო

14:54 05-14-2019

Disney-მ რამდენიმე დღის წინ, მხატვრული ფილმის „მალეფისენტი 2“- ის (Maleficent) მეორე ნაწილის თიზერი გაავრცელა, რომელშიც მთავარ როლს, კვლავ ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

width=600 

ახალ ფილმში, მოვლენები პირველი ნაწილის გამოსვლიდან, რამდენიმე წლის შემდეგ გრძელდება - მალეფისენტმა, ახალგაზრდა პრინცესა ავრორა მოაჯადოვა და საცხოვრებლად, ჯადოსნურ ტყეში გადავიდა.

 width=600 

ზღაპრული ჟანრის ფილმის მსოფლიო პრემიერა - 18 ოქტომბერს იგეგმება.  ფილმის მეორე ნაწილში ჯოლისთან ერთად, ჰოლივუდის მსახიობები - ელ ფენინგი და მიშელ პფაიფერი ითამაშებენ.

  width=600

შეგახსენებთ, რომ პირველი ფილმი - ბოროტ ჯადოქარ მალეფისენტზე, ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა, რომელიც კომერციულად წარმატებული გახდა - მოგებამ 750 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. 

width=600

ფილმში, ახალგაზრდა ჯადოქარი მალეფისენტი, განმარტოებით ცხოვრობდა მოჯადოებულ ტყეში, ზღაპრული ცხოველების გარემოცვაში, მაგრამ ერთხელ, ყველაფერი შეიცვალა - მის სამყაროს ადამიანები შეეხნენ და თან მოიტანეს ნგრევა და ქაოსი, რის გამოც მალეფისენტს მოუწია თავისი სუბიექტების დაცვა, ბნელი ძალების მოწოდებითა და დახმარებით. მალეფისენტამ საშინელი წყევლა დაადო მეფის ქალიშვილს, უმშვენიერეს ავრორას.

width=600

ადევნებს რა თვალ-ყურს, გოგონას ზრდის პროცესს, ჯადოქარი, დაეჭვდება თავისი მოქმედების სისწორეში. ის ფოქრობს, რომ ავრორა, ხომ არ არის გოგონა, რომელსაც შეუძლია მისცეს ახალი სიცოცხლე ჯადოსნურ ტყის სამეფოს.

„მალეფისენტა 2-  Disney-ის ანიმაციური ფილმის „მძინარე მზეთუნახავი“ განსხვავებული ვერსიაა, რომელიც 1959 წელს გამოვიდა ეკრანებზე. 

იხ. ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე