სერიული მკვლელობა - პოლიცია არბალეტით 5 ადამიანის მკვლელობას იძიებს

11:04 05-14-2019
595

გერმანიაში, კერძოდ ბავარიის სოფელ პასაუს სასტუმროში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც არბალეტით, თანამედროვე მშვილდით არიან დახოცილნი. კიდევ ორ ცხედარს კი სამართალდამცავებმა აღნიშნული სასტუმროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, ვიტინგენში იპოვეს. ინფორმაციას The Washington post ავრცელებს. 

გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე აქვთ სერიულ მკვლელთან, რომელიც მსხვერპლებს ისრებით ხოცავს.

სასტუმროში, სადაც სამი ცხედარი აღმოაჩინეს, ნაპოვნია სამი არბალეტი. ადგილზე პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც იქ მყოფებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს.