ჯენის ნამდვილად დაუბრუნდი? - ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონთან დაკავშირებით კითხვას პასუხობს

16:06 05-09-2019
1021

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 2005 წელს განქორწინდნენ, მაგრამ ხალხის აღშფოთება არ წყდება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.

width=600

CNN-ის ინფორმაციით Entertainment Tonight-მა გააზიარა ვიდეორგოლი, თუ როგორ ესაუბრება ფოტოგრაფი ბრედს, რომელიც საკუთარი ავტომობილით ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდა.  

„უნდა გკითხოთ, ჯენის ნამდვილად დაუბრუნდი? საზოგადოებას სურს, რომ სინამდვილე იცოდეს“ - ეკითხება ბრედს ფოტოგრაფი. 

width=600 

“ღმერთო ჩემო! ხუმრობთ?“ - პასუხობს ვარსკვლავი.

პასუხი ისევე ამძაფრებს საზოგადოების ინტერესს, როგორც ის ფაქტი, როცა 55 წლის პიტი თებერვალში, ანისტონის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ვარსკვლავურ ღონისძიებას ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი, რამდენიმე ხნის წინ სასამრთლოში იმყოფებოდა განქორწინების თაობაზე - ბრედი და ანჯელინა ოფიციალურად განქორწინდნენ, მაგრამ შვილებზე მეურვეობის საკითხის მოგვარება, ჯერ ისევ მიმდინარეობს. 

width=600

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი იურიდიულად განქორწინდნენ - ჯოლი, შვილებზე მეურვეობას ბრედის გარეშე ითხოვდა, რაზეც პიტი წინააღმდეგი იყო.  

მათი განქორწინების დროს წარმოდგენილ სასამართლო დოკუმენტებში ჩანს, რომ წყვილი, 2016 წლის 25 სექტემბერს დაშორდა - 2014 წლის აგვისტოს ქორწინებიდან, ორი წლის და ერთი თვის შემდეგ. ყოფილ ვარსკვლავურ წყვილს, ათწლიანი სასიყვარულო რომანი ჰქონდათ.

გასულ წელს კი, ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ოფიციალურად განქორწინდნენ. 

width=600

იხ. ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე