თელავში ჰიპერტენზიის სკრინინგ-აქცია გაიმართა

23:56 05-06-2019
53

მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, თელავში სკრინინგ-აქცია გაიმართა სახელწოდებით „მაისი გაზომვების თვე 2019“.

კამპანია საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის მოედანზე, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გაეზომა წნევა და მიეღო უფასო კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ მოწვეულ სპეციალისტებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ჰიპერტენზიის საზოგადოება და თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.