ტოჩინოშინის თამადობა და იაპონელების მიერ შესრულებული ჰარი-ჰარალე ოსაკაში (ვიდეო)

20:53 05-06-2019
222

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები სამწრთვნელ შეკრებას იაპონიის ქალაქ ოსაკაში გადის.

ერთ-ერთ დღეს, იაპონიაში ქართული სამზარეულოს და კულტურის დღეები მოეწყო. ქართველმა ძიუდოისტებმა ბექა ღვინიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა Instagram-ის გვერდზე ვიდეოები გაავრცელეს, რომელშიც ნაჩვენებია როგორ თამადობს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), დღის ბოლოს კი იაპონელ მომღერალთა გუნდმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.