ლატვიაში სამხედრო სწავლების დროს უფროსი ლეიტენანტი ქალი ნაღმზე აფეთქდა

19:18 05-06-2019
18

უფროსი ლეიტენანტი, 32 წლის ზარიფე ხასანაია ლატვიაში, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Albanian Daily News-ი წერს.

აფეთქების შედეგად ასევე 2 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინციდენტი НАТО-ს მისიის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ყუმბარების განეიტრალების სწავლების დროს მოხდა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა და პრეზიდენტმა ილირ მეტამ, გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.