მეუფე პეტრე - "უწმინდესის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი"

21:07 05-05-2019
73

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ამბობს, რომ პატრიარქის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, რადგან ილია მეორემ შეწყალების წერილის მომზადება სასულიერო პირებს თავად დაავალა, თუმცა, ამ დრომდე მიმართვა არ არის დაწერილი.

„უწმინდესის მიმართ მე, პირადად, მის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართა ჯგუფი ეახლა პატრიარქს, ამ თემაზე ისაუბრეს და უწმინდესმა დაავალა, რომ მათ დაეწერათ, მოემზადებინათ წერილი საშუამდგომლო პრეზიდენტის მიმართ, ანუ წერილის დაწერა იყო დავალებული და მერე რა გახდა და ორი თვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა, რატომ არ დაიწერა ეს წერილი, ბუნებრივია, ამაზე უნდა გასცეს ისევ ამ ჯგუფმა პასუხი. მე ვაპირებ მამაოს მონახულებას, ამასწინათ სატელეფონო საუბარი გვქონდა, საპყრობილიდან დამირეკა და მინდა, რომ მოვინახულო, გავესაუბრო,“ - განაცხადა მამა პეტრემ.

მეუფე პეტრე ამჟამად თბილისში იმყოფება და მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს.