Facebook-ი მომხმარებლებს რეკლამის ყურებისთვის კრიპტოვალუტით გადაუხდის

22:38 05-03-2019
195

Facebook-მა შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლებს რეკლამის ყურებისთვის დააჯილდოვოს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. 

გადახდები სოციალური ქსელის საკუთარი კრიპტოვალუტით მოხდება, რომლის ჩანერგვაზე Facebook-ი ერთ წელზე მეტია მუშაობს. პროექტის სახელწოდებაა Project Libra. ახალი სერვისით ფულის გადარიცხვა WhatsApp-ით იქნება შესაძლებელი.

ამასთნ უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარკ ცუკერბერგი Visa-სა და Mastercard-თან მოლაპარაკებებს მართავს.