ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უკანონოდ მოქმედებს - ევროსაბჭო

21:46 05-03-2019
26

„ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“- დოკუმენტი, რომელიც რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, გუშინ გამოქვეყნდა. 

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ტექსტში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უკანონოდ მოქმედებს. ამასთან, კრემლი აღიარებულია, როგორც კონფლიქტის მხარე. დოკუმენტში საუბარია ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ბაშარულის გარდაცვალების ფაქტებზე.

ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო. 

ევროსაჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს დღეს პრემიერ მინისტრი გამოეხმურა. მამუკა ბახტაძის თქმით, ტექსტში მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას.