ლიეტუვამ გრიგორი ლეპსი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

20:27 05-03-2019
153

ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი  და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ლიეტუვური სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, შესაბამის გადაწყვეტილებას ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუტისმისუნასმა საგარეო საქმეთა მინისტრ ინას ლინკევიჩუსის მიმართვის შემდეგ 30 აპრილს მოაწერა ხელი.

ლეპსის წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვაში მოქმედი „მაგნიტსკის სიის“ საფუძველზე შევიდა, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს „შავ სიაში” შეიყვანოს კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პირები.

ლიეტუვურ მედიასთან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსიავიჩუსმა განაცხადა, ლეპსის „შავ სიაში“ შეყვანის გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

გრიგორი ლეპსს აშშ-ის მიერ სანქციები 2013 წლიდან აქვს დაწესებული. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუს მომღერალს კრიმინალურ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.