მშობლებს სიმსივნით დაავადებული 3 წლის შვილი ჩამოართვეს

19:07 05-03-2019

აშშ-ში ხელისუფლებამ სიმივნით დაავადებული შვილი მშობლებს ჩამოართვას, რადგან მათ მკურნალობის კლასიკურ მეთოდზე უარი თქვეს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

სამი წლის ნოა მაკადამსსმწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. დაახლოებით 2 კვირაში დედამ ის საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა.

„საავადმყოფოდან გავიპარეტ - და სიმსივნური უჯრედებისგან კვალიც კი არ არის დარჩენილი. ექიმები გაოგნებულები არიან მისი ძალით და ასე სწრაფად განკურნებით“, - წერს ქალი Facebook-ზე.

მან გადაწყვიტა, რომ შვილის მკურნალობა დამოუკიდებლად, ალტერნატიული მედიცინის მეთოდით გაეგრძელებინა. 

როცა ბიჭი საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის მორიგ სეანსზე აღარ გამოჩნდა, მასზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ის ქალაქ ჯორჯთაუნში იპოვა - ბავშვი მშობლებს ჩამოართვეს და საავადმყოფოში დააბრუნეს.

შესაძლოა დედ-მამას ბრალიც წარუდგინონ მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. მათთვის მშობლის უფლების ჩამორთმევაზე სასამართლო იმსჯელებს.

მან ორგანიზაცია Florida Freedom Alliance-ი დაიცავს. ეს ორგანიზაცია იცავს მათ, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგია. ამ შემთხვევას აქ „ბავშვის სამედიცინო გატაცება“ დაარქვეს.