რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი მრავალშვილიანი მშობლები გახდებიან

17:12 05-03-2019
7

მსახიობი ბლეიკ ლაივლი მესამე შვილის დედა გახდება.

 width=600

31 წლის ბლეიკ ლაივლი ნიუ-იორკში მულტფილმის Pokemon. Detective Pikachu-ს პრემიერაზე ქმართან, 42 წლის რაიან რეინოლდსთან ერთად გამოჩნდა. როგორც კი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე დაგნენ, საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ  მსახიობების ოჯახს ძალიან მალე ახალი წევრი შეემატება. 

ბლეიკი, პუბლიკის წინაშე ყვითელი ფერის ზედმეტად ვიწრო კაბაში პოზირებდა, რომელიც ხაზს უსვამდა მის მრგვალ მუცელს.

width=600

სხვათა შორის, ბლეკი არასდროს მალავდა, რომ მას დიდი ოჯახი სურდა.

„ჩემს მშობლებს, ჩემს გარდა, კიდევ ოთხი შვილი ჰყავთ და რაიანის დედ-მამას, მის გარდა კიდევ სამი. აქედან გამომდინარე, ორივე ჩვენგანს ბევრი ბავშვის გაჩენა გვსურს!“ - ამბობს ლაივლი.

width=

შეგახსენებთ, რომ ბლეიკი და რაიანი 2012 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდნენ - ისინი მხოლოდ 11 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

width=600

წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - 4 წლის ჯეიმსი და 2 წლის ინესი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე