რამდენი საათი უნდა გეძინოთ ასაკის შესაბამისად - ნახეთ ძილის ეროვნული ფონდის დიაგრამა

10:41 05-02-2019
974

ჯანსაღი ძილი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის 8-საათიანი ძილის პრიორიტეტულობის შესახებ. სწორედ ეს არის რეკომენდებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. 18-წლამდელებს უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო 65 წელს გადაცილებულებს – უფრო ნაკლები.

ეს დიაგრამა ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს, რა რაოდენობის ძილი არის საჭირო ასაკის მიხედვით თითოეული ჩვენგანისთვის. 

გრაფიკზე მუქი ლურჯი ფერით მოცემულია ძილის რეკომენდებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვევით, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლოვობა.

width=600

აღნიშნული დიაგრამის შექმნაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. მათ შორის გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები იყვნენ.

რეკომენდებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება - წელის ტკივილი, წონასთან დაკავშირებული პრობლემები, შფოთვა და დეპრესია, მუდმივად თავის ტკივილი, II ტიპის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. 

ძილთან დაკავშირებული მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად  დღის რეჟიმი შეადგინეთ და მკაცრად მიჰყევით მას. დაძინებამდე 1 საათით ადრე, გამორთეთ ყველა სახის ელექტრომოწყობილობა, მათ შორის მობილური ტელეფონიც. შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით ან იოგის ვარჯიშებით. ეს ძილის წინ მოდუნებაში დაგეხმარებათ. დილა გამამხნევებელი, ან სუნთქვითი ვარჯიშებით და ცივი შხაპით დაიწყეთ, რომ ორგანიზმი როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური აქტივობებისთვის მოემზადოს. დღის მანძილზე დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ ტვინმა აქტიურობა შეინარჩუნოს და ძილი არ მოგერიოთ.

 

მოამზადა ნინო მარღანიამ