ფიზიკური დაპირისპირება პანკისის ხეობის მკვიდრებსა და სპეცრაზმს შორის

10:44 04-21-2019
737

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე ადგილობრივებსა და სპეცრაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

პანკისელებმა საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მიერ დაცული ტერიტორიის გადაკვეთა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაშავებულია აქციის 2 მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ პანკისში საპროტესტო აქცია "ხადორი-3"-ის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იმართება.