სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის მონასტერში იმყოფება

13:54 04-20-2019
706

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფება.

ინფორმაციას და ადგილზე მყოფი მოქალაქის მიერ მიწოდებულ ფოტოებს პირველ არხი ავრცელებს. 

კადრებში ჩანს, რომ ზურაბიშვილი მონასტრის მდგომარეობას ეცნობა, მათ შორის ჯოხზე დაყრდნობილ პრეზიდენტს კედლებზე თვითნებურად გაკეთებულ წარწერებს და დაზიანებებს ათვალიერებინებენ. 

სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.