ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს

LIVE UPDATE
359

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 10 არასრულწლოვანი მოათავსეს.

„პრაიმტაიმის ინფორმაციით ბავშვები უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეები არიან. 

პეტერბურგის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ასევე უცხოელი ქალი მეურვეობდა, რომელიც რუსულენოვანია. მეზობლების განცხადებით სასწრაფოს ადგილზე მისვლის მომენტში ქალი ნასვამი იყო. ამასთან ის ამბობდა, რომ ოთხი მისი შვილია დანარჩენი ექვსი კი  მინდობით ყავს მეურვეობის ქვეშ. 

საუბარია სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე. ყველაზე უფროსი 11 წლის არის. არიან 11 და 7 თვის ბავშვებიც.

პედიატრის ინფორმაციით, ბავშვებს აღენიშნებათ დიარეა და პირღებინება. შემოიყვანეს ათი პაციენტი. აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. ნაწლავთა არამყარი მოქმედება, სავარაუდოდ დიაგნოზი არის დაუზუსტებელი კვებითი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები, ახლა გადაგვყავს სპეციალიზირებულ კლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პოლიცია იცავს“,- თქვა ექიმმა. 

„პრაიმტაიმი მომხდარის დეტალებს არკვევს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ამჟამად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის რა მიზნით, ან რამდენი ხნის წინ ჩამოიყვანეს ბავშვები საქართველოში. 

ავტორი : თეა შონია