2019 წლის პულიცერის პრემიის გამარჯვებულები დასახელდნენ

11:37 04-16-2019

2019 წლის პულიცერის პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჯილდო ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში „საზოგადოების მსახურება“ South Florida Sun Sentinel-ის ჟურნალისტებმა მიიღეს.

პრემია მათ ქალაქ პარკლენდის სკოლაში სროლამდე და შემდგომ პერიოდში „სამართალდამცავი ორგანოების შეცდომების გამოაშკარავებისთვის“ გადაეცათ.

Unprepared

ნომინაციაში „საერთაშორისო რეპორტაჟი“ ლაურეატები სააგენტო Reuters-ის ჟურანლისტები და Associated Press-ის კორესპონდენტები გახდნენ. მათ  ფილიპინებში სასამართლოს გარეშე ნარკომოვაჭრეების მკვლელობებზე დაწერეს.

Maad

ნომინაციაში კი, „ეროვნული რეპორტაჟი“ Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც სტატია იმის შესახებ დაწერეს, თუ როგორ გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 ქალს ფული მასთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ. 

Image

პულიცერის პრემია - ამერიკული ჯილდო, რომელიც ბეჭდვით ჟურნალისტიკაში უმაღლეს დამსახურებად ითვლება.

ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. პულიცერის პრემია 1917 წლიდან გაიცემა. პრემიის ოდენობა 15 000 დოლარია.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი