"მე თუ არ შევძელი და მარგუნეს ტყვია, დანარჩენები გააკეთებენ ამას!" - მალხაზ მაჩალიკაშვილის მუქარა (VIDEO)

11:28 04-16-2019
265

მე თუ არ შევძელი და მარგუნეს ტყვია, დანარჩენები გააკეთებენ ამას! - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში ბიურის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მაჩალიკაშვილს ბიუროს სხდომაზე შესვლა სურს.

„მე ვაპირებ, რომ ამათ ეს სისტემა დავამხო თავზე და ამას შევძლებ. მე თუ არ შევძელი და მარგუნეს ტყვია, ისე როგორც თემირლანს არგუნეს დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყარო, რომ დაიქცეს ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა

მალხაზ მაჩალიკაშცილი მოითხოვს, რომ დეპუტატებმა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დროულად განიხილონ

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს საქმე წინ წამოწიონ და დროულად იქნას შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, იმიტომ რომ ამ წუთში ვდგავარ პარლამენტში, აქ ვარ პირდაპირ მოსული. ამათ, რომ იპარპაშონ თავიანთ ნებაზე ეს გამორიცხულია და შეიქმნება ის საგამოძიებო კომისია. მხეცი გომელაურიც იყო აქ მოსული და ათასი ტყუილი ილაპარაკა, სწორედ ამიტომ არ იქმნება საგამოძიებო კომისია. ჩვენ, ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას ეს კომისია. ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს რაშია საქმე, რატომ ვდგავარ 9 თვე უკვე აქ. მინდა ყველამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს სათავეში“. - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.