სასმელი წყლის დაბინძურება და გრაფიკის დარღვევა - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

10:24 04-16-2019
45

ენერგოომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საჩივრების რაოდენობით, რომელიც ომბუდსმენის ოფისში გასულ წელს დაფიქსირდა, წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს.

გასულ წელს ომბუდსმენის აპარატში 2930 საჩივარი შევიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საჩივრების ძირითადი ნაწილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის არაჯეროვანი შესრულების გამო დაიწერა. წყალმომარაგების კომპანია ძირითადად რეგიონებში ოპერირებს.  მთავარი პრობლემა, რომელიც გასულ წელს მოსახლეობას აწუხებდა კომპანიის მიერ სათანადო მომსახურების შეფერხებით მიწოდება და წყლის დაბინძურების ფაქტები იყო. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისელებს პრეტენზიები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ , სასმელი წყლის მიწოდების ხშირი წყვეტის თაობაზე ჰქონდათ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის სექტორს, აქ ძირითადი პრეტენზიები რეგიონებზე მოდის. გასულ წელს ენერგოომბუდსმენის სახელზე 989 საჩივარი დაიწერა, რომელთა უმრავლესობა  უვარგისი მრიცხველების გამოცვლის შემდგომ დარიცხული თანხების გასაჩივრებას ეხებოდა.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი