ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

პოლიტიკა 1714134215

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა.დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს შეასწავლიან

საზოგადოება 1714133901

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს შეასწავლიან

საქართველოს ბანკის Ads Manager, უნივერსალური პლატფორმა ბიზნეს შეთავაზებების შექმნისა და გასავრცელებლად, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში მოხვდა. ამიერიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემია მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო კურსზე - „ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი“ მონაწილეებს Ads Manager-ს გააცნობს და მის გამოყენებას შეასწავლის. კურსზე დარეგისტრირებული პირები საქართველოს ბანკის პლატფორმას ისეთი გლობალური ბრენდების ციფრულ რესურსებთან ერთად შეისწავლიან, როგორებიცაა Google Analytics, Google Tag Manager და სხვები.Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.  პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager-ი, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი  პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი,  ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ  საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

მარიამ ლამაზი

ტაბლოიდი 1714133880

VIDEO: „ჩემს დაქალს ღადაობით ჩავუგდე მისი ფოტო და მივწერე, ჩემი მომავალი ქმარია-მეთქი“ - მარიამ ლამაზის სიყვარულის ამბავი

ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი მარიამ ლამაზი შვილებთან ერთად „რუსთავი 2“- ის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა. მარიამმა დილის ეთერში ისაუბრა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე.„ყოველთვის მიყვარდა სოციალური ქსელები… ერთხელ ლაივში ვიყავი და ერთ- ერთი, ვინც მიყურებდა, იყო ჩემი მომავალი ქმარი. „გამარჯობა მშვენიეროო“, – მომწერა.ფოტოზე მომეწონა. ჩემს დაქალს ,,ღადაობით” ჩავუგდე მისი ფოტო და მივწერე, ჩემი მომავალი ქმარია-მეთქი. ალბათ რაღაც დონეზე ინტუიციურად ვიგრძენი, რა მოხდებოდა მომავალში“, – ამბობს მარიამ ლამაზი. 

გლოვა

საზოგადოება 1714133020

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია - ახალგაზრდა პედაგოგი გარდაიცვალა

ახალი საყულიის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:“ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაწყებითი კლასების პედაგოგის ნინო ფერცულიანის გარდაცვალების გამო…ქალბატონმა ნინომ პედაგოგიური ფაკულტეტის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად და მას შემდეგ უანგაროდ, ერთგულად, თავდაუზოგავად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდა- განათლებას.უზომოდ ვწუხვართ, საუკეთესო კოლეგის, მეგობრის, ადამიანის, მასწავლებლის გარდაცვალების გამო...ვუსამძიმრებთ ოჯახს: მეუღლეს- მაიზერ ლიპარტელიანს, შვილებს – მარიამ, აპოლონ და დემეტრე ლიპარტელიანებს.ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც იცნობდა ქალბატონ ნინოს და ვის გულშიც სიკეთისა და სიყვარულის მადლი დაუტოვებია.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ნინო მასწავლებლის სულს!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო სურგულაძე

საზოგადოება 1714132920

„სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ იტალიაში… არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა სპექტაკლებმა…“ - ნინო სურგულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კოლეგებთან ერთად იტალიაში, კერძოდ, ქალაქ ბარში გამოსვლის შემდეგ აქვს გადაღებული.ნინო აღნიშნავს, რომ სცენაზე ერთდროულად სამი ქართველი იდგა:„არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა იტალიაში, კერძოდ ბარიში (წმინდა ნიკოლოზის ქალაქში) სპექტაკლებმა, სადაც სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ (რამაზ ჩიკვილაძე, მადინა სერებრიაკოვა კარბელი, ნინო სურგულაძე).მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა დიდი ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელიც ბარის გენერალურმა კონსულმა იტალიაში, ბატონმა ვატო ანდღულაძემ გამოიჩინა ჩვენ მიმართ.მადლობა კიდევ ერთხელ იტალიელ მაყურებელს და პეტრუცელის ულამაზესი თეატრის ყველა თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის…“