ვატიკანი- შოკითა და მწუხარებით ვადევნებთ თვალს და ვლოცულობთ მეხანძრეებისთვის

00:39 04-16-2019
76

"ვატიკანი შოკითა და მწუხარებით ადევნებს თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს და ლოცულობს მეხანძრეებისთვის, – შესაბამისი განცხადება წმინდა საყდარმა გაავრცელა.

„წმინდა საყდარი შოკითა და მწუხარებით ადევნებს თვალს ამბებს საშინელი ხანძრის შესახებ, რომელმაც გაანადგურა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, საფრანგეთისა და მსოფლიოს ქრისტიანობის სიმბოლო. ვატიკანი ლოცულობს მეხანძრეებისთვის და ყველასთვის, ვინც ამ დრამატულ სიტუაციასთან გასამკლავებლად ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.