სიყვარულის დღე საქართვერლოში ოცდამეექვსედ აღინიშნება

12:28 04-15-2019
15

15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ - დღესასწაული, საქართველოში უკვე ოცდამეექვსედ აღინიშნება. 

სიყვარულის დღე 1993 წელს, ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით დაწესდა, რომელიც საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა. 

რა არის სიყვარული? - სიყვარული, ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი - „ღმერთი სიყვარულია“ და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“). 


width=369

სიყვარული - გვირგვინია ქრისტიანული ცხოვრებისა - შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელითა გულითა შენითა და მთელითა სულითა შენითა და მთელითა ძალითა შენითა და მთელითა გონებითა შენითა“. 

ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორიის ავტორი, შექსპირი ამბობდა: – სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ და ჭეშმარიტ გრძნობას ლაპარაკი არ შეუძლია. ის კი ფაქტია, რომ სიყვარულზე, სიყვარულის ირგვლივ და მის გარშემო ყველა წერს, ფიქრობს და ამბობს. 

 

width=188 

width=640

გთავაზობთ, რამდენიმე ციტატას, ცნობილი ადამიანების მიერ გამოთქმული ფრაზებიდან: 

ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ, მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი”- ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით”- უილიამ შექსპირი.

width=340

მიყვარხარ იმიტომ, რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა, შენ მეპოვნე” - პაოლო კოელიო.

ყოველგვარი მსჯელობა სიყვარულზე ანადგურებს მას“ – ლევ ტოლსტოი.

არ გიყვარდეს ქალი-დანაშაულია, გიყვარდეს-სასჯელი“ – სალვადორ დალი.

 უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და სრულყოფილია“ – ვიქტორ ჰიუგო.

სიყვარული კოსმეტიკაზე მეტად ალამაზებს ქალს, თუმცა ის გაცილებით ძვირი ჯდება“ – კოკო შანელი.

ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით, თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა“ – ალექსანდრე დიუმა.

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი  ყველაფერს მოიცავს“ – ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენი.

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ“ – ონორე დე  ბალზაკი.

სიყვარული – ცეცხლია, თუ არ კვებავ – ქრება“ – მიხეილ ლერმონტოვი.

სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში“ – უილიამ შექსპირი.

სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გათავისუფლება“  – ალექსანდრე ბლოკი.

რა არის სიყვარული? –  ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს“ – ნაპოლეონი.

იდეალური მამაკაცი ქალს უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ქალღმერთს და ექცეოდეს, როგორც ბავშვს“ –  ოსკარ უაილდი.

ქალის საუკეთესო აქსესუარი არის მამაკაცი, რომელიც უყვარს“ – კოკო შანელი.

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით იყო და არა იყო რა, მაგრამ ამ სიტყვებით კი

მთავრდება - ჰ.ლობერგერი

იხ ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე