სავედრებელი პარაკლისი კულტურის სამინისტროს წინ - ფოტოამბავი

16:08 04-14-2019
91

სასულიერო პირთა ნაწილმა და მათმა მრევლმა კულტურის სამინისტროს ყოფილ შენობასთან სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი მუზეუმიდან მონასტერში დროულად დააბრუნონ.

სასულიერო პირების განცხადებით, ხატის ტაძარში დაბრუნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება. მღვდელმსახურები სამინისტროს პეტიციით მიმართავენ და ამბობენ, რომ პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ არის მოწონებული, არ უნდა გაჭიანურდეს.